← ყველა ნამუშევარი

„მარტო გერგეტზე“

2026 · YouTube · ჩემი პირველი YouTube ვიდეო

ეს არის ჩემი პირველი YouTube ვიდეო — ისტორია ერთი ღამის შესახებ, რომელიც გერგეტის სამების ტაძართან, მარტო, კარავში გავატარე.

თავიდან ეს უბრალოდ კიდევ ერთი თავგადასავალი უნდა ყოფილიყო. ავიღე კარავი, რომელიც წყალგაუმტარი არც კი იყო, და გადავწყვიტე ღამე მთაში მარტო გამეტარებინა. საღამოს კი წვიმა დაიწყო. სიბნელე, ქარი, სიცივე და კარვის შიგნით შემოსული წყალი იმაზე მეტად რეალური აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან წარმომედგინა.

ვიდეოში არ მინდოდა მხოლოდ თავგადასავლის ჩვენება. მინდოდა, მაყურებელს ეგრძნო ის ემოცია, რაც იმ მომენტში მქონდა — შიში, დისკომფორტი, მარტოობა და ამ ყველაფერთან ერთად საკუთარი თავის უკეთ გაცნობის პროცესი.

ვიდეო მთლიანად თავად გადავიღე, დავამონტაჟე და მოვუყევი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე storytelling-ს, გარემოს ხმებს, მუსიკას, ფერებს და რიტმს.

როლი
გადაღება, მონტაჟი, თხრობა
ტექნიკა
DJI Action 5 Pro · iPhone · დრონი
ფორმატი
YouTube ვიდეო

შემდეგი პროექტი

გაქვთ ისტორია? მოდით, ერთად შევქმნათ.

მომწერეთ თქვენი იდეის შესახებ და გიპასუხებთ.